No more boring brands!
ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ემოციურ ბრენდებს უფრო
მეტი ლოიალური მომხმარებლები ყავთ, ვიდრე მოსაწყენს. თუმცა, საქართველოში ჯერ კიდევ
ბევრი კომპანიის დამფუძნებელი თუ მარკეტინგის სპეციალისტი ვერ რისკავს ექსპერიმენტების
ჩატარებას და არასტანდარტული კამპანიების წარმოებას. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ არის
ისეთი სფეროები, სადაც ვერ აცდები კონსერვატიულ
იმიჯს. ამ მითის დამანგრეველ ერთ საინტერესო ქეისს გადავაწყდი.
კომპანია Catepiralls ამტკიცებს, რომ ნებისმიერ ბრენდს, რასაც არ უნდა
აწარმოებდეს ის, შეუძლია მოგვიყვეს ან გვაჩვენოს
მომხიბვლელი, საინტერესო, გასართობი ამბავი. ამ მოსაზრებას კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი
თავისი ბრენდის მაგალითზე გვიდასტურებს. რენე რიჩარდსონი, ამერიკაში ცნობილი კონტენტ მარკეტერი
(კონტენტ მარკეტინგის ყოველწლიური დაჯილდოვების, 2015 წლის გამარჯვებული, ნომინაციაში
წლის კონტენტ მარკეტერი) გვიამბობს, როგორ შთაბერა სული მისმა გუნდმა ერთ-ერთ საკმაოდ კონსერვატიულ, უსიცოცხლო ბრენდს.