Friday, November 27, 2015

იპოვნე სიტყვები შენი მკითხველისთვის




სიტყვის ძალა

ეს ვიდეო დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი. ახლა როცა ამ პოსტის წერა დავიწყე, რატომღაც გამახსენდა და კიდევ ერთხელ ვნახე. ის რაც  მინდოდა მეთქვა ამ ვიდეომ ემოციურად გადმოგვცა.
რატომ ვერ შეძლეს გამვლელებმა ახალი სიტყვების იგნორირება? იმიტომ, რომ მათში გაიღვიძა ემოციამ, სხვა თვალით დაინახეს მოხუცის მდგომარეობა. ის რაც პირდაპირმა მოწოდებამ ვერ შეძლო, შეძლო ემოციურმა სიტყვებმა. ეს არის კონტენტ მარკეტინგი. საჭირო, დროული, ემოციური სიტყვებით ის ახდენს ზეგავლენას ადამიანების ქცევაზე.  

Wednesday, October 28, 2015

რა თემები აინტერესებთ ქალებს ინტერნეტში ყველაზე მეტად?!

სწორი კვების ცხოვრების სტილად ქცევა ვერა და ვერ ვისწავლე. თუმცა პერიოდულად მადას ვებრძვი და დიეტას ვიცავ. სულ რამდენიმე კილოგრამი მემტერება. ვიგერიებ, შემდეგ ისევ მიტევს, შემდეგ ბრძოლის სხვა ხერხებს მივმართავ. ვამარცხებ,  ისევ მიტევს და ასე გრძელდება უსასრულოდ. სანამ მე კილოგრამები მიტევენ, ვებსაიტებს დიეტები იპყრობს:

Tuesday, September 22, 2015

ამბავის ძალა მარკეტინგში

თვეზე მეტია არაფერი დამიწერია. ამის მიზეზი არც შვებულებაა და არც თემების სიმცირე. უბრალოდ ამ ხნის განმავლობაში ათი თითის ნაცვლად მხოლოდ ცხრა მქონდა მუშა მდგომარეობაში. მარჯვენა ხელის ერთი, სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი თითი მტევანთან ერთად თაბაშირში განისვენებდა. და აი ორი დღეა დავიბრუნე ცერიმართალია, ჯერ სრულად მწყობრში არ არის, მაგრამ მისმა გადარჩენამ სტიმული  მომცა რომ რაღაც დამეწერა


Wednesday, August 5, 2015

რეკლამა VS კონტენტ მარკეტინგი

რამდენიმე კვირის წინ  უმცროსმა შვილმა გამოგვიცხადა: ” გთხოვთ  დაბადების დღეზე iphone 5 C მაჩუქეთ, თუ ვერ მაჩუქებთ, მაშინ სხვა არაფერი მაჩუქოთ”. რაც უფრო უახლოვდებოდა მისი დაბადების დღე, ამას სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებდა. ამან, ჩემი ვარაუდით, უფროსიც დააფიქრა, ამას თუ აქვს შანსი რომ iphone 5 C ჰქონდეს, მე რითი ვარ ნაკლები, პირიქით უფროსი ვარ და მეტი მეკუთვნისო. თუმცა, უმცროსისგან განსხვავებით, თავისი სურვილი სულ სხვანაირად გამოხატა:

Monday, June 22, 2015

როგორ შეიცვალა ტრაქტორების მწარმოებელმა კომპანიამ კონსერვატიული იმიჯი?!

No more boring brands!


ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ემოციურ ბრენდებს უფრო მეტი ლოიალური მომხმარებლები ყავთ, ვიდრე მოსაწყენს. თუმცა, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი კომპანიის დამფუძნებელი თუ მარკეტინგის სპეციალისტი ვერ რისკავს ექსპერიმენტების ჩატარებას და არასტანდარტული კამპანიების წარმოებას. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ არის ისეთი სფეროები, სადაც ვერ აცდები  კონსერვატიულ იმიჯს. ამ მითის დამანგრეველ ერთ საინტერესო ქეისს გადავაწყდი.     
კომპანია  Catepiralls  ამტკიცებს, რომ ნებისმიერ ბრენდს, რასაც არ უნდა აწარმოებდეს ის, შეუძლია მოგვიყვეს ან  გვაჩვენოს მომხიბვლელი, საინტერესო, გასართობი ამბავი. ამ მოსაზრებას კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი თავისი ბრენდის  მაგალითზე გვიდასტურებს.   რენე რიჩარდსონი, ამერიკაში ცნობილი კონტენტ მარკეტერი (კონტენტ მარკეტინგის ყოველწლიური დაჯილდოვების, 2015 წლის გამარჯვებული, ნომინაციაში წლის კონტენტ მარკეტერი) გვიამბობს, როგორ შთაბერა სული მისმა გუნდმა  ერთ-ერთ საკმაოდ კონსერვატიულ, უსიცოცხლო ბრენდს.

Monday, May 25, 2015

რატომ ირჩევს მსოფლიო კონტენტ მარკეტინგს?!


კარგად დამამახსოვრდა გუშინდელი, spotlight 2015 -ის გამარჯვებულის, დავით გოგიჩაიშვილის პრეზენტაცია. პრინციპში ამიტომაც გაიმარჯვა,  თავი 
ბევრს დაგვამახსოვრა. რა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად?  მისი ირონია, ”მსოფლიო მიმბაძველობაზე”. ის, რომ მოგვწონს ყველაფერი, რასაც უცხოელი სპეციალისტები თუ ექსპერტები ამბობენ და აკეთებენ. ვიზიარებ მის ირონიას, მაგრამ ერთ დღეში რა შეცვლიდა ჩვენს მსოფლმხედველობას?! ამიტომაც, რადგან  ჩვენ ჯერ კიდევ  მოგვწონს უცხოეთის გამოცდილების გაზიარება, ეს პოსტი  სწორედ მსოფლიო ტენდენციას მივუძღვენი.  თანაც, გოგიჩაიშვილის  ირონია , ვფიქრობ,   უფრო  ტაქტიკური ქმედებების  კალკირებას ეხებოდა, აუდიტორიის  გათვალისწინების გარეშე, და არა  ზოგად ტენდენციებს, რომლის გადახედვაც ნამდვილად არ  გვაწყენს. 

Wednesday, May 13, 2015

სრულყოფილი კონტენტ კოქტეილი


ამბობენ, ვინმე ფრანგი, ბევრი წლის წინ, ნიუ-ორლეანში სტუმრებს პატარა ჭიქით შერეულ სასმელს სთავაზობდა. პატარა ჭიქას ფრანგულად  Coquetier  ჰქვია. სასმელი არომატული იყო და განწყობას ამაღლებდა, ამიტომ სტუმრები ხშირად ითხოვდნენ Coquetier-. 

დროთაგანმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცაო, ამბობენ, თუმცა ეს ერთადერთი ვერსია არ არის სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით. კიდევ იმასაც ამბობენ, რომ უძველესი დროიდან "cocked tail" (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ,  რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს.

ერთი რამ საკამათო არ არის, ამ  ჯადოსნური ნაზავის სვადასხვა ვარიაციები სასწაულად არომატულია, განწყობას ამაღლებს და  გვაფიქრებინებს, რომ ცხოვრება მშვენიერია.
რა არის ამ ჯადოსნობის მიზეზი?