Pages

Monday, May 25, 2015

რატომ ირჩევს მსოფლიო კონტენტ მარკეტინგს?!


კარგად დამამახსოვრდა გუშინდელი, spotlight 2015 -ის გამარჯვებულის, დავით გოგიჩაიშვილის პრეზენტაცია. პრინციპში ამიტომაც გაიმარჯვა,  თავი 
ბევრს დაგვამახსოვრა. რა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად?  მისი ირონია, ”მსოფლიო მიმბაძველობაზე”. ის, რომ მოგვწონს ყველაფერი, რასაც უცხოელი სპეციალისტები თუ ექსპერტები ამბობენ და აკეთებენ. ვიზიარებ მის ირონიას, მაგრამ ერთ დღეში რა შეცვლიდა ჩვენს მსოფლმხედველობას?! ამიტომაც, რადგან  ჩვენ ჯერ კიდევ  მოგვწონს უცხოეთის გამოცდილების გაზიარება, ეს პოსტი  სწორედ მსოფლიო ტენდენციას მივუძღვენი.  თანაც, გოგიჩაიშვილის  ირონია , ვფიქრობ,   უფრო  ტაქტიკური ქმედებების  კალკირებას ეხებოდა, აუდიტორიის  გათვალისწინების გარეშე, და არა  ზოგად ტენდენციებს, რომლის გადახედვაც ნამდვილად არ  გვაწყენს. 


 მსოფლიო მარკეტინგული ბაზრის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია
 დღეს კონტენტ მარკეტინგია.  სხვადასხვა ქვეყნებში რეკლამის დამკვეთები ყოველწლიურად ზრდიან ბიუჯეტებს  კონტექსტურ რეკლამაზე. მათ უკვე იციან, რომ ღირებული ამბების შექმნა და გავრცელება, სხვადასხვა პლატფორმებით,  მიზნობრივ  აუდიტორიაზე, საუკეთესო საშუალებაა მომხმარებელთან მყარი, ხანგრძლივი ურთიერთობის დასამყარებლად.  სხვადასხვა ქვეყანაში მარკეტინგის სპეციალისტებმა უკვე ნახეს შედეგი.  სხვადასხვა თემებზე  საინტერესო, საჭირო ინფორმაციითა და რჩევებით ისინი იპყრობენ  მომხმარებლის ყურადღებას, ახდენენ მათზე შთაბეჭდილებას, რის შედეგადაც მოიპოვეს ნდობა, გაზარდეს  ლოიალური მომხმარებლების რაოდენობა, გააძლიერეს ბრენდი. მეტი დამაჯერებლობისთვის უცხოელ ექსპერტებს: ბილ მომერისა და რიკ დასის სიტყვებს მოვიშველიებ. 

ბილ მომერი, კონტენტ-მარკეტინგის კომპანია  - „ებილაინის“ აღმასრულებელი დირექტორი: 

”მსხვილი ბრენდები თავიანთი ბიუჯეტის დიდ ნაწილს ხარჯავენ კონტენტის შექმნასა და მის გავრცელებაში. ადგილობრივი მედიაგამომცემლები კი თავის მხრივ ზრდიან ხელსაყრელ შეთავაზებებს რეკლამის დამკვეთთათვის. დაახლოებით ერთ წელზე მეტია, რაც აშშ-ის სხვადასხვა შტატში ადგილობრივმა პრინტ თუ ინტერნეტ გამოცემებმა ფეხი აუწყეს ახალ გარემოებას და კონტენტ მარკეტინგში ამ ხნის განმავლობაში გადადგმული მათი პირველი ნაბიჯები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ შეთავაზებებს კიდევ უფრო ზრდიან. ისინი საკუთარ აქტივობებს ხელმისაწვდომს ხდიან ნიჭიერი ჟურნალისტებისა და მრავალფეროვანი მედიაპლატფორმების მეშვეობით, რადგან  რეკლამის დამკვეთები ამჯობინებენ მათი რეკლამა კონტენტის სახით ვინმე სხვამ, მაგალითად  ჟურნალ - გაზეთებმა გააკეთონ”.

რიკ დასი, BIA/Kelsey-ს მმართველი დირექტორი:

 ”ტრადიციული ბანერული რეკლამისგან განსხვავებით, კონტენტ მარკეტინგის შემთხვევაში მომხმარებლის ჩართულობა 30-ჯერ უფრო მაღალია. რადგან საინტერესო კონტენტისადმი მათი ინტერესი დიდია.ჩვენს მიერ მომზადებული სტატიები რომ მოვიყვანო მაგალითად, პირდაპირი სარეკლამო  სტატიებისგან განსხვავებით, რომელთაც 13 ათასი ნახვა აქვთ, კონტენტ სტატიების ნახვები 16 000-18 000 - მდე ადის”.

კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კვლევებსაც გადავხედოთ. ”კონტენტ მარკეტინგის ინსტიტუტი” ყოველწლიურად ატარებს კვლევებს მარკეტინგის სპეციალისტებში. ყოველი მომდევნო წლის კვლევის შედეგები წინა წლისგან განსხვავებულია. მარკეტინგის სპეციალისტების რაოდენობა, რომლებიც კონტენტ მარკეტინგს იყენებენ,  იზრდება. კონტენტ მარკეტინგის ტაქტიკური ინსტრუმენტები მრავალფეროვანი ხდება.

2014 წლის კვლევის მიხედვით  ამერიკული კომპანიების მარკეტინგული ბიუჯეტის  39% გამოყოფილია კონტენტ მარკეტინგისთვის.


კვლევა 2014. კონტენტ მარკეტინგის ტენდენციები,ბიუჯეტები 

მარკეტინგის სპეციალისტების 93% იყენებს კონტენტ მარკეტინგს



მარკეტოლოგების უმეტესობა კონტენტ მარკეტინგს ძალიან ეფექტურად მიიჩნევს




 მარკეტოლოგები ყველაზე ხშირად ამზადებენ კონტენტს სფეროს ტენდენციებზე და ხელმძღვანელობის გამოცდილებასა და წარმატების ისტორიებზე.





ყველაზე ხშირად მარკეტოლოგები იყენებენ სოციალურ მედიასა და თემატურ სტატიებისთვის სხვადასხვა ვებსაიტებს




მარკეტერების უმრავლესობა კონტენტის შექმნისთვის იყენებს როგორც შიდა, ასევე გარე რესურსებს.



კომპანიების ბიუჯეტი კონტენტ მარკეტინგზე იზრდება

No comments:

Post a Comment