Pages

Wednesday, May 13, 2015

სრულყოფილი კონტენტ კოქტეილი


ამბობენ, ვინმე ფრანგი, ბევრი წლის წინ, ნიუ-ორლეანში სტუმრებს პატარა ჭიქით შერეულ სასმელს სთავაზობდა. პატარა ჭიქას ფრანგულად  Coquetier  ჰქვია. სასმელი არომატული იყო და განწყობას ამაღლებდა, ამიტომ სტუმრები ხშირად ითხოვდნენ Coquetier-. 

დროთაგანმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცაო, ამბობენ, თუმცა ეს ერთადერთი ვერსია არ არის სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით. კიდევ იმასაც ამბობენ, რომ უძველესი დროიდან "cocked tail" (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ,  რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს.

ერთი რამ საკამათო არ არის, ამ  ჯადოსნური ნაზავის სვადასხვა ვარიაციები სასწაულად არომატულია, განწყობას ამაღლებს და  გვაფიქრებინებს, რომ ცხოვრება მშვენიერია.
რა არის ამ ჯადოსნობის მიზეზი?

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირეალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება.
სწორედ ეს არის ჯადოსნობის მთავარი მიზეზი:  სრულყოფილ, არომატულ, ჯადოსნურ  კოქტეილად ითვლება ის, რომელშიც სამი ან სამზე მეტი ინგრედიენტის ნაზავია.
                                                                                        
მინდა ერთი არომატული, მსუბუქად მათრობელა კოქტეილის რეცეპტი შემოგთავაზოთ, რომელიც ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების ფრომოუშენისას გამოგვადგება. ამ კოქტეილის მომზადებისას  მთავარი რეკომენდაცია სწორედ ის არის, რომ გამოვიყენოთ სამი, პიკანტური გემოს მქონე, ინგრედიენტი.

კონტენტ კოქტეილი

ინგრედიენტები:
პრინტ მედია
ინტერნეტ საიტები
სოციალური მედია

მომზადების წესი:
აიღეთ ლამაზი ჭიქა, ჩაასხით სოციალური მედია. ის ჭრელი და თავბრუდამხვევი უნდა იყოს.  ეს ის მცირე ალკოჰოლური შენაერთია, რომელიც მსუბუქად ათრობს და აქტიურს ხდის ყველას, ვინც მას დააგემოვნებს.   შედეგ დაამატეთ ვებ-საიტები. საიტებს  ჩაასხით ისეთი  სათაურები, რომლის წყალობითაც კოქტეილი პირველივე შეხედვისას მიიზიდავს თქვენს სტუმრებს და მას ადვილად მოძებნიან სხვა სასმელებს შორის. და ბოლოს, დაამატეთ პრინტმედია.  ეცადეთ, ის ინტერნეტ მედიასთან  ნაწილობრივ შერეული იყოს, რადგან ასე საოცარი ნაზავი იქმნება, თუმცა  ისე ძალიან ნუ შეურევთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს, საკუთარი ინდივიდუალური  გემო არცერთმა ინგრედიენტმა არ უნდა დაკარგოს.

რეკომენდაციები:
ჩამოთვლილიდან ნუ გამოაკლებთ ნურცერთ ინგრედიენტს. გახსოვდეთ ყველაზე არომატული  კოქტეილი მიიღება მინიმუმ სამი ინგრედიენტის გამოყენების შემთხვევაში.

ინგრედიენტების ჩასხმის შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეანჯღრიოთ, ყველა ინგრედიენტი თავის კვალს უნდა ტოვებდეს, იმისთვის, რომ კოქტეილი გამოვიდეს საოცრად ლამაზი,  არომატული, და მსუბუქად მათრობელა. 

























No comments:

Post a Comment