Friday, May 1, 2015

გაიცანით მისი უდიდებულესობა - კონტენტ მარკეტინგი

მინი დოსიე:

სახელი გვარი: კონტენტ მარკეტინგი.
ასაკი: ახალგაზრდა და თანამედროვეა   
პროფესია: ექსპერტი ნდობის მოპოვების  საკითხში.
ჰობი:  მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა საინტერესო და  საჭირო კონტენტით.
 ცხოვრებისეული კრედო:
მუდმივად  იყოს საინტერესო და სასარგებლო.
 გამორჩეული თვისება: ის განსხვავებულია. არ გავს რეკლამას. ამყარებს მომხმარებელთან მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობას.
პიროვნული თვისებები: სანდოა და მყარი ურთიერთობებში.
მეგობრები: კონტენტ მარკეტინგის მეგობრები არიან: სტატია, ბლოგი, ვიდეო, ინფოგრაფიკა.
მთავარი ხიბლი: ის არ გვასწავლის, არ გვკარნახობს, უბრალოდ გვირჩევს.
უყვარს : თხრობა და ყველა, ვისაც მისი მოთხრობილი ამბავი აინტერესებს.
არ უყვარს: გაზვიადება.
ამჟამად მოგზაურობს: საქართველოში

როგორ დაეხმარა კონტენტ მარკეტინგი ფსიქოთერაპევტ ემილიას:
ემილია ფსიქოთერაპევტია. მას  ნიუ-იორკში საკონსულტაციო კაბინეტი ჰქონდა გახსნილი, სადაც ღებულობდა პაციენტებს და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას უტარებდა მათ. საკმაოდ ცნობადი, მოთხოვნადი თერაპევტი იყო და პაციენტების რაოდენობასაც არ უჩიოდა.
 ემილიას, პირადი გარემოებების გამო,  ნიუ-იორკიდან საცხოვრებლად ჯორჯიაში გადასვლა მოუხდა, სადაც საკუთარი დანაზოგით გახსნა ისევ კაბინეტი და   თავისი საქმიანობა გააგრძელა. პრობლემა ის იყო, რომ მას იქ არავინ იცნობდა. ამიტომ, გადაწყვიტა გაეკეთებინა  რეკლამა  საიტებზე.  რამდენიმე დღეში ხალხმა დაიწყო რეკვა. თუმცა, სამწუხაროდ, პირველი ზარისა და პირველი კონსულტაციის შემდეგ, ემილიას 20 პაციენტისგან შერჩა მხოლოდ ერთი. დანარჩენი 19 უბრალოდ არ იყო მზად ფსიქოთერაპევტთან  მუშაობისთვის.
  ემილია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას არ სჭირდებოდა პაციენტები, რომლებიც ზედაპირულად   ეძებდნენ ფსიქოთერაპევტს.  ამიტომ, მან დაიხმარა კონტენტ მარკეტინგი. დაიწყო სტატიების წერა ”ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე”. ამ სტატიებს კი  თემატურ საიტებზე ანთავსებდა.  ემილიას სტატიებს კითხულობდნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ და გრძნობდნენ, რომ ცხოვრობდნენ არასრულფასოვანი ცხოვრებით. სწორედ ამ სტატიებით მათ  აღმოაჩინეს საკუთარი პრობლემები, გაუჩნდათ  ნდობა ემილიასადმი და მიმართეს მას დახმარებისთვის.  



No comments:

Post a Comment