თვეზე მეტია არაფერი დამიწერია. ამის მიზეზი არც შვებულებაა და არც თემების სიმცირე. უბრალოდ ამ ხნის განმავლობაში ათი თითის ნაცვლად მხოლოდ ცხრა მქონდა მუშა მდგომარეობაში. მარჯვენა ხელის ერთი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თითი მტევანთან ერთად თაბაშირში განისვენებდა. და აი ორი დღეა დავიბრუნე ცერი. მართალია, ჯერ სრულად მწყობრში არ არის, მაგრამ მისმა გადარჩენამ სტიმული მომცა რომ რაღაც დამეწერა.